რადიო „ჯორჯიან თაიმსი“ სატელევიზიო მაუწყებლობასაც იწყებს, სადაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ლალი მოროშკინა იქნება.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, .გადაცემის სავარაუდო სახელწოდება იქნება “ლალი მოროშკინა-დროებით ხელმისაწვდომია”. მისივე თქმით, გადაცემა გავა კვირაში ორჯერ, თემატიკის ფართო სპექტრით-პოლიტიკიდან დაწყებული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებით დამთავრებული.
სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინამ გადაცემის პრომოსთვის ფოტოები გამოქვეყნა. ფოტოებზე მოროშკინა ახალი იმიჯით, ახალი ვარცხნილობით და საუკეთესო ფორმაშია წარმოდგენლი .


Facebook Comments