უცხოური მედია

ვარშავაში აბორტის მხარდამჭერთა აქცია ცრემლსადენი აირით დაშალეს

Nusagi

პოლონელმა სამართალდამცველებმა ვარშავაში აბორტის მხარდამჭერთა აქცია ცრემლსადენი აირით დაშალეს.

„ბიბისის“ ცნობით, პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე მრავალათასიანი მსვლელობის შესაჩერებლად კორდონი რამდენჯერმე აღმართა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სხვა მიმართულებით განაგრძეს.

ქვეყანაში აბორტი 1993 წლიდან აიკრძალა. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ორსულობა საფრთხეს უქმნიდა ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, დარღვეული იყო ნაყოფის განვითარება, ასევე, თუ ორსულობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად იყო დამდგარი. თუმცა, ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორსულობის შეწყვეტისთვის საჭირო აღნიშნული მიზეზები კიდევ უფრო შეამცირა და ამჟამად, აბორტი აკრძალულია ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,897 ნახვა
%d bloggers like this: