საზოგადოება

თბილისში ცნობილი სახაჭაპურე „ენდორფინი“ რესტორნების პროტესტს არ შეუერთდა

Nusagi

არ ვუერთდებით გაფიცვას, რადგან მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია! ,- ამის შესახებ თბილისში, ერთ-ერთმა ცნობილმა სახაჭაპურე „ენდორფინმა“ სოციალუ ქსელში, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ენდორფინმა დღეს სხვა კვების ობიექტებისგან განსხვავებით, , მომხმარებლის მომსახურებაზე უარი არ განაცხადა, თუმცა მთელი დღის განმავლობაში, საკუთარ მოგებაზე უარი თქვა და ს ნაწარმი 30%-იანი ფასდაკლებით გაყიდა, რათა მათივე თქმით, არ მიეცათ ისეთი აზრის განვითარებისთვის საშუალება, თითქოს „ენდორფინს“ უნდა მარტო დარჩეს და იმუშაოს.

„ზოგადად უნდა ვისწავლოთ სხვის საქმეში ცხვირის არ ჩაყოფა.

ეს არაა სამართლებრივი სახელმწიფო:

1) როდესაც რესტორნის დირექტორები ჯანდაცვის სისტემაზე ცდილობენ ზეწოლას!

2) როდესაც ეკლესიის მსახურები ( მსახურები პირობითად თორემ ბატონები უფრო არიან) ერევიან პოლიტიკაში!

3) როდესაც პოლიტიკოსები ერევიან ეკლესიის საქმეებში, ტენიან მათ ფინანსებს, ჯიპებს, მიწებს, სიმდიდრეს, პრივილეგიებს, რომ საკუთარ ჭკუაზე ატარონ როდესაც დასჭირდებათ!ასეთ დროს უბრალო მოქალაქეები უბრალოდ მსხვერპლნი არიან ამ ავანტიურისტი პრივილეგირებულების, რომლთა ქმედებაც (საბოლოო ჯამში ყველასი ერთად), უბრალო ადამიანების გაცუცურაკება გამოდის!

ნორმალური ის იქნება თუ ყველა ისწავლის თავის საქმის კეთებას! ნორმალური იქნება ყველა ინსტიტუტმადამოუკიდებლად და სამართლიანად, პასუხისმგებლობით იმუშაოს ( მაგრამ ეს პერსპექტივა მინიმუმ 50 წელი არ ჩანს ჰორიზონტზე აქანა, ჩვენთან ) ნორმალური იქნება ენდორფინმაც თავის საქმე აკეთოს, ანუ აკეთოს ის უგემრიელესი და ხარისხიანი პიცა, ხაჭაპური თუ ბურგერი, ანუ რასაც აკეთებს და და ეს პოსტი არ დაწეროს, მაგრამ მოგვიწოდებენ გაიფიცეთო და პასუხი გავეცით! და ბოლოს ნეტავ ის დღე მალე დადგეს საქართველოში როგორც ამერიკაში, რომ ხელისუფლება ყვიროდეს – ოპოზიციამ არჩევნები გამიყალბაო ! გვიყვარხართ ყველა და ჩვენთვის თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია ! ეხლა შემოვარდებიან ტარტაროზები, ანუ იგივე სხვადასხვა რესტორნების მენეჯერ, მფლობელ, თანამშრომლები და თავს შემოგვასაღებენ ჩვენს უკვე ყოფილ მომხმარებლებად და ამსაბაბით გაგვლანძღავენ ალბათ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთბის უგემრიელესი კერძების მომზადებას “,-წერია განცხადებაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,593 ნახვა
%d bloggers like this: