უცხოური მედია

კრიშტიანუ რონალდუ კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს

Nusagi

კრიშტიანუ რონალდუ კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ორი დღე ვალე-დ’აოსტას რეგიონში მდებარე სათხილამურო კურორტ კურმაიორში გაატარა, სადაც გამგზავრება განსაკუთრებული შემთხვევის არსებობისა, ან სპეციალური საშვის წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია.

რონალდუს ორდღიანი დასვენების დამალვა არც უცდია და სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ჯორჯინა როდრიგესთან გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. ჯერჯერობით ამ ყველაფერზე არც „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებსა და არც თავად კრიშტიანოს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,408 ნახვა
%d bloggers like this: