პოსტები სოციალური ქსელიდან

მამუკა ხაზარაძის თარსი დღე

Nusagi

,,თარსი დღე გაუთენდა მამუკა ხაზარაძეს 19 იანვარს. არა და, ცუდი პირი არ უჩანდა, როგორც ყოველი ზამთრის ამ პერიოდში იცის ხოლმე, სადღაც 7 საათიდან დაიწყო ცაზე ვარსკვლავების  გაფერმკრთალება. მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსებს თბილისში ხვავრიელი თოვლის მოსვლა ჰქონდათ გამოცხადებული, ერთი ფანტელიც არ ჩამოფარფატებულა. პირიქით, პერიოდულად მზე ისე იჭყიტებოდა ღრუბლებიდან, გეგონება მარტი, ან აპრილი, ან კიდე მაისიაო. უკეთესს გეტყვით, 18 იანვრის ღამეს ცაზე ვარსკვლავების “პარადი” იყო.

მოკლედ, გათენდა, მამუკას რატომღაც კარაქიანი პური მოუნდა, რა თქმა უნდა, ნაღდ ჰინდურ ჩაისთან ერთად. არ იმჩნევს, თორემ ბოლო დღეებში მოსვენება დაკარგა – აღარ დაადგა საშველი მეხუთე რაუნდის გამართვას, სადაც ვადამდელი არჩევნების საკითხი უნდა განიხილონ ფასილიტატორების ხელშეწყობით. დღე დღეს მისდევს, კვირა – კვირას, თვე – თვეს, ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთსა, მაგრამ რათ გინდა? მაინც ბიძინას ხალხი დარჩა ხელისუფლებაში. მეტიც, ივანიშვილმა ისე დაიყენა საქმე, ისე აიწყო პოლიტიკური მდგომარეობა, ქუდი დაიხურა და არხეინად წავიდა. არა, ეგ ჯერ კიდე გასარკვევია, არხეინად წავიდა თუ არა, მაგრამ გარეგნულად ეგრე სჩანს. ისე, სად წავა, დედამიწა ხომ მრგვალია?

აუუუ… მართლა მაგარი აღმოჩენაა, ბიძინა ივანიშვილი ვერსად დაიმალება, ივლის, ივლის და ბოლოს მაინც აქ მოვა… ძაან მაგარია, რო დედამიწა მრგვალია. კიდე კარგი, წახნაგებიანი არ არი, ან ოთხკუთხედი, ან სამკუთხედი.

მამუკამ “პეჩკაში” შეფიცხებულ პურზე ჰოლანდიური კარაქი გადაუსვა. წამით ჩაფიქრდა, ნეტავ შავი ხიზილალით უკეთესი ხომ არ იქნებოდა? აჰ, არა, ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რაც პოლიტიკაში მოვიდა, პირობა დადო, რომ არანაირ ხიზილალას და სათალს აღარ მიირთმევს, სინდისი ჰქეჯნის, გული სტკივა… ამას წინებზე ბადრი ჯაფარიძემ კი უთხრა, ნეტავ შენაო, მაგრამ ვერა, ვერ დაიკიდა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა. დიახ, დღემდე ვერავინ აუხსნა, რატომ უნდა ჭამოს, მაგალითად, ხიზილალა მან, როცა საქართველოში ადამიანები შიმშილით იხოცებიან? ის კი არა, კარაქიანი პურიც არ ემეტება საკუთარი თავისთვის, მაგრამ რა ქნას, ორგანიზმს ბოლომდე ხომ ვერ გამოიფიტავს? ჰმ… ის ვერ დაადგება ბიძინა ივანიშვილის გზას, დღეში სამჯერ სტაფილოს წვენსა და ხიზილალას რომ მიირთმევს. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი მშიერი ბავშვის გამოკვება შეიძლება მაგის ფასად? არ ადარდებს მაგ ადამიანს არაფერი, წავედიო, გეგონება ყველა გამოაძღო, გეგონება დოლარების წვიმა მოიყვანა. ეგრე არ არი, სიმონ, წახვედი რა, აღარ უშლიან? ესენი ვის აბოლებენ, ტოოო?!

ტელეფონის ზარი გაისმა. მამუკა შეხტა, გეგონება ფიქრებიდან ვიღაცამ გამოაგდო, გეგონება ხელი ჰკრა. შემოსულ ნომერს შორი-ახლოდან დახედა, მელია რომ ეპარება ხოლმე ქათმებს, იმ პოზაში. რატომ აუფორიაქდა გული, არც კი იცის, ბოლო დროს სულ ასე ემართება, იმნაირი შეგრძნება აქვს, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაურეკოს, ვიდეო ჩაურთოს და ენა გამოუყოს.

– ალიოოო, – ჩაიდუდღუნა მამუკამ და კარაქიანი პური გვერდით გადადო.

– ბატონო მამუკ, “რუსთავი 2”-დან გაწუხებთ იმანიკო ამანიკოშვილი, ძალიან გვინდა, რომ ამ საღამოს ჩვენთან მობრძანდეთ და ბოღმისგან დაიცალოთ.

– ბოღმისგან? – მოლბა მამუკა.

– დიახ, ჩვენთვის ამ წუთას გახდა ცნობილი, რომ თქვენ ბოღმა, დარდი და კაეშანი შემოგწოლიათ გულზე… თავს ვალდებულად ვთვლით, დაგცალოთ.

– დიდი მადლობა, ეს დასაფასებელია.

– რა მადლობა, რი ატმი კურკა, ეს ქართული მედიის ვალია, მოხვალთ, დაჯდებით, ფეხს ფეხზე გადაიდებთ, თვალებს ზემოთ აპრაწავთ, ხანდახან ქვემოთაც ჩამოპრაწავთ, ხელებსაც, რასაკვირველია, შესაბამისად აპარჭყავთ და ჩამოპარჭყავთ.

– მესმის, გენაცვალე, მე ხომ პირველად არ ვატარებ დაცლის პროცედურას?

– დიახ, ვიცით, თქვენ გამოცდილი ხართ ამ საქმეში, მაგრამ უფრო ხშირად ჭუტავიზიაში იცლებით ხოლმე. ჩვენი პლატფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება ჭუტავიზიის პლატფორმისგან, ჩვენი ბი-ბი-სის ელემენტებსაც შეიცავს.

– საინტერესოა.

– დიახ, ჩვენ ბოლომდე დაგცლით… შეიძლება შემდეგ დღეებში ფაღარათი დაგემართოთ, მაგრამ უნდა გაუძლოთ. სამაგიეროდ პოლიტიკაში გექნებათ ბრწყინვალე კარიერა. შევთანხმდით?

– დიახ, შევთანხმდით, მაგრამ ბარემ ისიც მითხარით, მარტო უნდა დავიცალო თუ სხვებიც იქნებიან? დაცლა კოლექტიური იქნება თუ ინდივიდუალური?

– დღევანდელი პროცედურა იქნება ინდივიდუალური.

– შესანიშნავია, მე საერთოდ მარტო ვიცლები ხოლმე… ნუ, ხანდახან ბადრი ჯაფარიძეც მესწრება ხოლმე… ბადრი ძმა არი, პარტნიორია.

– ბატონ ბადრის ცვენ ცალკე დავცლით.

– უკაცრავად… ვინ გითხრათ, რომ ბოლო დღეებში, დარდი, ბოღმა და კაეშანი შემომაწვა?

– იაგო ხვიჩიამ განუცხადა ჩაჯვივიზიის დამსახურებულ ჟურნალისტს.

– მოკლედ, მტრები მყავს!

– პოლიტიკა ეგეთია, ბატონო მამუკ, ჯერ კიდევ ვაჟა-ფშაველამ თქვა, ცუდას რა ფეხებად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო, გახსოვთ?

– რას ჰქვია, მახსოვს? მახსოვს კი არა, ეგ ჩემზე დაწერა! – გაცხარდასავით მამუკა და უცებ კარაქიანი პური ჩაკბიჩა.

– რას ამბობთ, მართლა? ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი, ბოდიშს ვიხდი ქართველი ერის წინაშე.

– კარგი, არაუშავს, მოვალ ამ საღამოს თქვენთან და მოგიყვანთ აზრზე.

– დიახ, თქვენი მხრიდან ჩვენი აზრზე მოყვანა დიდი პატივი იქნება, გელოდებით.

***

გაჩახჩახებულ სტუდიაში მარტო იჯდა. ბოღმა და კაეშანი გულიდან ამოხეთქვას ლამობდა, უკვე ყელში მოჰბჯენოდა. წამყვანებმა წარადგინეს… ან კი წარდგენა რაში სჭირდებოდა, როცა დუნიაზე ბავშვმაც კი იცის, ვინ არი მამუკა?! თუმცა წესია ასეთი, ვერაფერს იზამდა. დაიწყო: ბიძინაო, ბიძინამაო, ბიძინასაო… ამანაო, იმასაო, ამასაო… ქვეყანაო, დააქციაო, გააპარტახაო, მე უნდა ვუშველოვო, გადავარჩინოვო… ანაკლიაო, ბანაკლიაო, ახტა კოჭიო, დახტა კოჭიო, ეგრე არ არიო და… უცებ მეორე მხარეს, მეორე ჩაყოლებაზე, გაღმა ალიკოს ლანდი გამოკრთა.

მამუკა შეცბა, ხომ დაჰპირდნენ, მარტო უნდა დაგცალოთო? რა პროვოკაციას უწყობენ? ეხლა ეს მევახშეს მიწოდებს და მე უარესად დავიბოღმები – შემომაწვება გულსა შიგან კაეშანი, ხოლო თავ-ყბასა მისას ეწვევა ბნედა და დაღრეჯილობა.

მართლაც!

ალიკომ უთხრა, შენ ხარ მევახშე და ქვეყნის მყვლეფავიო. ალიკოს გვერდით საიდანღაც გაჩნდა იაგო ხვიჩია. ჰმ… ისე, თუ “ოტელო” ნანახი გაქვს, შვილს იაგო რატომ უნდა დაარქვა? თუ არ გაქვს ნანახი, მით უმეტეს, რატომ უნდა დაარქვა? მაშინ კასიო დაგერქმია, შე ოჯახაშენებულო… ან ბრაბანციო დაგერქმია.

– იცი, რას გეტყვი?! – აპილპილდა უცებ ალიკო.

– რა უნდა მითხრა, ალიკო?! – გადმოეკარკლა ისედაც გადმოკარკლული თვალები მამუკას.

– ომი გინდა, ბიჭო?!

– მე მინდა ომი?!

– ჰო, შენ არ იყავი, ბოკერიას გვერდით რო იჯექი და იძახდი, ომია, ძმაო, შევუტიოთ და მერე რაღაცა იქნებაო?!

– აი, ეხლა მე უნდა გავაკეთო საგანგებო განცხადება კაცობრიობის საყურადღებოდ… არ ვაპირებდი, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ… დაე, დედამიწაზე მცხოვრებმა ცივილიზებულმა საზოგადოებამ გაიგოს, რომ შენ ხარ მატყუარა და ავანტიურისტი. სხვათა შორის, მე ამის თაობაზე ჯო ბაიდენსაც მივწერ უახლოეს დღეებში, მისტერ ჯომ უნდა იცოდეს ყველაფერი, დიახაც!

– ჰმ… დაგაგვიანდა, მე უკვე მივწერე, რომ შენ ფულებს აპროცენტებ და ხარ დონალდ ტრამპის ძმაკაცი!

– მაიცა, რააა… მე, ბადრი და ჯო ერთნი ვართ, მაგას რო ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა წაღებული და ფაქტობრივად ეგრეც იყო… ეს არი ჩვენი პროგრამა, რომელიც მარშალის გეგმაშიც იყო ასახული. მეტსაც გეტყვი და უფრო მაგრად მოგიკლავ გულსა, მე და ჯო ვართ ახლო ნათესავები, ჩემი დიდი ბებია და ეგ 1916 წლის გაზაფხულზე, სანამ რუსეთში რევოლუცია დაიწყებოდა, ერთად ისვენებდნენ კისლავოდსკში.

– ჰო, მაგრამ ეგ მაინც არ გიშველის, სააკაშვილის დროსა რეები გაქ ჩადენილი? ჰა, რეები-მეთქი? გლდანის საპყრობილეში ადამიანებ რო აწამებდნენ, მაშინ სად იყავი?!

– სად ვიყავი და ოფლსა ვღვრიდი!

– რა ოფლსა?!

– ბიზნესმენურსა!

– არაფერიც, შენ ღვრიდი ოფლსა აფერისტულსა და მაიმუნურსა!

– ვერ მოგართვი!

– ხალხსა სახლებ რო ართმევდი და თან კონიაკსა სწრუპამდი, ეგ როგო იყო?!

– აი, გეუბნები, რააა, შენა ხარ მატყუარა, კონიაკს კი არა, წითელ ღვინოსა ვწრუპამდი, ვერ ატყობ განსხვავებას, ხო?!

– ძაან კარგადაც ვატყობ!

– “ვსიო”, მე შენ აღარ გელაპარაკები!

– ამ ჩემ ფეხებ, თუ არ მელაპარაკები, არც მე გელაპარაკები!

– ოპოზიციის შეკრებებზე არ დაგინახო მოსული!

– შენ რა, ქურდი ხარ?!

– ქურდი თავი გაბია!

– მა რა ხარ?!

– მესია ვარ, ქვეყნის მხსნელი!

ალიკოს გამოხტომები უკვე მოუთმენელი იყო… მამუკას ბოღმა და კაეშანი უფრო მეტად მოაწვა კისრის ჯირკვლებში. წამოდგა, ალიკოსკენ დააპირა გაწევა, სადაც წვრილი იყო, იქ უნდა გაწყვეტილიყო. ალიკოც წამოხტა, გეგონება კინტოურული უნდა ჩამოუაროსო, მაგრამ გადაცემის წამყვანები ჩაუხტნენ მუხლებში მუჯლუგუნებით. მამუკასაც გამოსდეს სარმა და ეგრევე მოსვეს “სკამეიკაზე”. იჯდა იაგო გაოგნებული… ვეღარ გაეგო, უნდა შესულიყო თუ არა პარლამენტში… კი უნდა, ძალიან უნდა, ისე უნდა, აჟრიალებს, მაგრამ როგორც დიდმა ჯაფარლალარ გირჩმა ნერუმ ბრძანა თავის დროზე, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობნისო… ან კიდე, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო… აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა ამოვაო… ეს ქვეყანა კიბე არი, ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის, ზოგი კიდე პარლამენტში შადისო. ეეეჰ, რამდენი სიბრძნე აქვს გადმოფრქვეული ჯაფარლალარს, რომელი ერთი უნდა თქვას?

სიტუაცია თითქოს განიმუხტა, მაგრამ ეს გარეგნული თვალსაზრისით… სინამდვილეში კი ბატონ მამუკას ისევ შემოაწვა გულ-ღვიძლსა და ყურთა ბიბილოებზე კაეშანი. ვნახოთ, მეგობრებო, როგორ განვითარდება მოვლენები.

ისე, რაღა დაგიმალოთ და… ამ ვირეშმაკების დაპირისპირება არის უბრალოდ ტრაკის თამაში, მეტი არაფერი.

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,771 ნახვა
%d bloggers like this: