გარკვეულ პირთა წრე გამოკვეთილია და იდენტიფცირებულია, თუმცა წინმსწრებად, გასაგები მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ გამოძიებას არ შეეშალოს ხელი, ბუნებრივია მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
„თუმცა ცალსახად დაგიდასტურებთ, რომ ჩვენთვის მოტივი ცნობილი იყო, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ გავასაჯაროებდით და როდესაც დავასრულეთ გამოძიება ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ. ზუსტად ანალოგიური მოცემულობაა… ახლაც დავალების გამცემი პირების გარშემო, ჩვენ გარკევული ადამიანების იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ყველა მტკიცებულება შესაბამისი სტანდარტით დადასტურდეს და როცა ამის დრო იქნება, რა თქმა უნდა საზოგადოებასვაცნობებთ“, – აღნიშნა სადრაძემ.