პოსტები სოციალური ქსელიდან

25 წელი უცვლელად ეჭირა ერთი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის კვალიფიკაციას არ ფლობდა არც მეცნიერია და არც კარტოგრაფი-ლელა კურდღელაშვილი

Nusagi

,,25 წელი ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმნიშვნელოვანეს დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამ 25 წელში მთავრობები, ხელისუფლებები მიდიოდნენ-მოდიოდნენ, ივერი რჩებოდა და ფლობდა წვდომას სტრატეგიულ ინფორმაციაზე. მრავალი საკითხზე, რომელიც ჩვენს მეზობელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან სასაზღვრო საკითხებს შეეხებოდა, ივერის ხელთ იყო.

პოლიტიკური გადაწყვეტილება მას არ ეხებოდა, თუმცა შეეძლო გავლენა მოეხდინა ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე. გადახედეთ ამ რესპუბლიკებს: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.

მგონი კარგად ჩანს, რამდენად საკვანძო პირია ივერი, რომელსაც 25 წელი უცვლელად ეჭირა ერთი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის კვალიფიკაციას არ ფლობდა (არც მეცნიერია და არც კარტოგრაფი).გეკითხებით, საქართველოში რამდენი თანამდებობის პირი გეგულებათ ასეთ სტრატეგიულ პოზიციას ამდენი ხნის განმავლობაში რომ ინარჩუნებდა? ან რამდენი ადამიანი იცით ისეთი, ვისაც ასე კბილებით იცავენ პოლიტიკოსები? ტიპი პოლიტპატიმრადაც კი გამოაცხადეს, რა მითი და ლეგენდა არ შეიქმნა მასზე. იმასაც მოვესწარით, რომ გირაოთიც გაათავისუფლეს.

მე მგონი ყველაფერი გასაგებია! ვინ მფარველობს ივერის და ვინ ჩანერგა ივერი სადღაც მერვე პოლკის დასახლებაში უცხოვრია. ეგეც საინტერესოა, მაშინ მისცეს ეგ ბინა, როცა ჯერ კიდევ მერვე პოლკის საბჭოთა ოფიცრებს ურიგებდნენ მანდ სახლებს? – “პატიოსანი” მეცნიერი და საჯარო მოხელე ილიჩოვა, რომელიც ოკუპანტის ენაზე ადგენდა საჯარო ინფორმაციას? – აბა, ქართულის ინჩი-ბინჩი არ გაეგება მაგ ქალს. და საერთოდ, დიდი ხანია პოლიტპატიმარი უცხო ქვეყნის აგენტურის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა ჩვენში? – “სპუტნიკის” რედაქტორი გამახსენდა, ბაჩალიაშვილის საქმეზე რომ გაკვანძეს, იგივე ამბავი იყო იქაც და მიუხედავად ამისა, #გარეჯისაქართველოა წერტილი.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი ლელა კურდრელაშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,204 ნახვა
%d bloggers like this: