პოსტები სოციალური ქსელიდან

აზერბაიჯანი, დავით გარეჯის იმ ნაწილს, რომელიც 100 წლის წინ მის საზღვრებში მოექცა, ჩვენ არ დაგვითმობს არც ერთ შემთხვევაში, გამორიცხულია! -დავით გამცემლიძე

Nusagi

,,არა და არ წყდება ეს უსაგნო და უპერსპექტივო საუბრები დავით გარეჯის „გაცვლაზე“: „დავუთმოთ აზერებს სხვა ტერიტორია, თუნდაც სამჯერ დიდი და…….როგორ გვეტყვიან უარს“

ზოგადად, რთული პრობლემების იოლად გადაწყვეტის ჩლუნგი მისწრაფება/ილუზია პრიმიტივიზმის უპირველესი, განუშორებელი თვისებაა, რითაც ხშირად სარგებლობენ ჭკვიანი და გაქნილი პოლიტიკოსები. თუმცა ეს სხვა თემაა.. . . . . არანაირი ტერიტორიის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი, დავით გარეჯის იმ ნაწილს, რომელიც 100 წლის წინ მის საზღვრებში მოექცა, ჩვენ არ დაგვითმობს არც ერთ შემთხვევაში. გამორიცხულია!

იმიტომ, რომ მათ დავით გარეჯი მიაჩნიათ „ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად“, ხოლო აზერბაიჯანის თანამედროვე „ხალხი“ დეკლარირებული ჰყავთ (მათ შორის) ალბანური კულტურისა და სახელმწიფოებრიობის მემკვიდრედ. ამგვარი ინტერპრეტაცია აძლევთ საშუალებას, სომხებთან მარადიულ კონფლიქტში გამოიყენონ ეს არგუმენტი და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე (მოგეხსენებათ, ისტორიულად ბევრად ფართო არეალია ვიდრე ყარაბაღის ყოფილი ავტონომია) არსებული ქრისტიანული ტაძრები გამოაცხადონ „უძველესი ალბანური ეკლესიის ქმნილებებად“. მაგალითად: „დიდევანკის“ მონასტერი, რომელსაც ბოლო დრომდე ეჩმიაძინი აკონტროლებდა, აზერბაიჯანის მოთხოვნით, გადავიდა ბაქოს მიერ დაფუძნებული „ალბანურ/უდინური ეკლესიის“ იურისდიქციაში. მართალია მონასტერს რუსი ე.წ. „მშვიდობისმყოფლები“ იცავენ და იქედან სომეხი მამაო აზერებს არ გაუგდიათ, მაგრამ ჯერ ერთი, მონასტრამდე მისასვლელ გზას უკვე მთლიანად აზერბაიჯანის არმია აკონტროლებს და რაც მთავარია, იმ მონასტერში სომეხ ღვთისმსახურთან ერთად არიან ახლადდაფუძნებული „ალბანურ/უდინური ეკლესიის ღვთისმსახურები. რიგრიგობით ატარებენ წირვებს საკურთხეველთან. შესაბამის მასალას იოლად მოიძიებთ მცირე ძალისხმევით. ამიტომ, თუკი ბაქო, ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის ფასად, გადმოგვცემს გარეჯის ნაწილს, ამით იგი აღიარებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ალბანურ/უდინური კი არა, ქართული, მართლმადიდებლური ძეგლი და მემკვიდრეობაა.

ამით საფუძველი ერყევა მთლიანად, მათ „ნაციაშემოქმედ“ კონცეფციას თანამედროვე აზერბაიჯანის მემკვიდრეობაში ისტორიული ალბანეთის კულტურული და სახელმწიფოებრივი „წვლილის“ შესახებ. აქედან გამომდინარე ეს „გაცვლის“ ინიციატივა, რასაკვირველია „არახალია“, მაგრამ სრულიად უპერსპექტივოა. ბევრად პერსპექტიული იყო წინადადება, რაც ალიევმა შესთავაზა შევარდნაძეს 1996 წელს (თავად ვარ მოწმე თუ დამიჯერებთ – პირველწყაროდან ვიცი), რომ მთლიანად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, მისი ბერთუბან/ჩიჩხიტურ/უდაბნოიანა გამოცხადებულიყო ორი მეზობელი, მეგობარი ქვეყნის ერთობლივ (!) კულტურულ მემკვიდრეობად. ერთგვარ „კონდომინიუმად“. ოღონდ (!!!) მთლიანად დარჩენილიყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში – ბერთუბნამდე.

ასეთი „ორსუვერენიტეტიანი ერთობლივი კულტურული ნაკრძალების“ პრეცედენტები ევროპაში არსებობს. მაგრამ ეს წინადადება უარყვეს. რა კატეგორიამ და რატომ უარყო ჩვეული ჩლუნგი უკომპრომისობით და ქედმაღლობით („თა….ები ჩვენთან ვინ აგდიანო“), ალბათ იოლად მიხვდებით.ჰოდა ვინ „აგდიან“ აგერ ვხედავთ: მთელი რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოა დღეს.

დათო. ისტორიის რიგითი ჯარისკაცი

p.s აზერბაიჯანს უკვე გზა გაჰყავს ბერთუბან/ჩიჩხიტურ/უდაბნომდე და იქ სულ მალე აღავლენს წირვას ალბანურ/უდინური ეკლესიის წინამძღვარი.ქართული ე.წ. „ელიტარული ინტელიგენციის“ უაზრო და უსაფუძვლო მატრაკვეცობამ ასე იცის. კიდევ ბევრი ნაღმი ჩატოვა ამ სახელმწიფოს სხეულში მაგ „უგუნურთა არეოპაგმა“.”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით გამცემლიძე

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,408 ნახვა
%d bloggers like this: