საზოგადოება

ბექა ფერაძე: სავაჭრო ობიექტების თანამშრომელთა ტექსტირების ხარჯებს თებერვალში სახელმწიფო დაფარავს

Nusagi

1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ეს ობიექტები ხვალიდან ამუშავდებიან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც, სადაც 1-ელ მარტამდე, შეზღუდული რჩება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. ამასთან, 1-ელ მარტამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არ გაიხსნება სპორტდარბაზები და საცურაო აუზები.

„ხვალიდან, პირველი, სადაც სამუშაო პროცესი აღდგება, არის სავაჭრო მოლები და ობიექტები, რომლებიც საცალო-საბითუმო ტიპის ვაჭრობას ეწევიან. ისინი უკვე დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, სადაც დაარეგისტრირეს საკუთარი საქმიანობა, თანამშრომლები და ეტაპობრივად, დაიწყეს სავალდებულო ტესტირება, რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული. თანამშრომლების 20%, ყოველ 14-დღიან ჭრილში, უნდა გაიტესტონ. თებერვალში ტესტირების სახსრებს სრულად დაფარავს სახელმწიფო. 1-ლი მარტიდან კი, კერძო სექტორი ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას თანამშრომელთა ტესტირების პროცესში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნება ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალი არაა და ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია“, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,694 ნახვა
%d bloggers like this: