განათლება

ეკატერინე დგებუაძე: თუ რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს დისტანციური სწავლება სურს, მისთვის ვირტუალური კლასი შეიქმნება

Nusagi

სკოლასა და მშობელს აქვთ არჩევანი, თუ როგორ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, თუ მშობლების გარკვეულ რაოდენობას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულმა კლასმა სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამ თხოვნით მიმართავს სკოლას და შესაძლებელია, რომ კონკრეტული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ საუბარია 1 კონკრეტულ მოსწავლეზე, მისთვის დისტანციური კლასი შეიქმნება და შესაძლებლობა ექნება, რომ სწავლების პროცესში ჩართული იყოს.

„სკოლასა და მშობელს აქვთ არჩევანი, თუ როგორ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, თუ მშობლების გარკვეულ რაოდენობას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულმა კლასმა სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამ თხოვნით მიმართავს სკოლას და შესაძლებელია, რომ კონკრეტული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, გარდა ამისა, თუ საუბარია კონკრეტულ მოსწავლეზე საკლასო ოთახში, ან რამდენიმე მოსწავლეზე, სწორედ კონკრეტული მოსწავლისთვის დისტანციური, ვირტუალური კლასი შეიქმნება და მოსწავლე დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული იქნება.

სავალდებულოდ არის განსაზღვრული, რომ თითოეულ სკოლაში მასწავლებლების 20%-ის ტესტირება განხორციელდეს, თუმცა სასურველია, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს“, – განაცხადა დგებუაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,900 ნახვა
%d bloggers like this: