პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ისე, ცნობისათვის, აღნიშნული პიროვნება, არასოდეს ისეთ პერსონას არ წარმოადგენდა, დამოუკიდებლად რაიმე გადაეწყვიტა!”-თამაზ ორჯონიკიძე

Nusagi

,,ბატონებო! მოგეხსენებათ, ქართველობისათვის გვარი უაღრესად წმიდათაწმიდა კატეგორიას წარმოადგენს! ასე იყო, ასეც არის და მუდამ ასე იქნება!!!

შესაბამისად, რომელიმე ერთი პიროვნების საქციელიდან გამომდინარე, მთელი გვარის უარყოფით კონტექსტში გამუდმებით ხსენება, არამარტო მოცემული გვარის წარმომადგენლებში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს!

დიახ, თითოეულ გვარში ღირსეული პიროვნებანი მუდამ იყვნენ, ახლაც არიან და ღვთის მადლით, მუდამ იქნებიან! ის პიროვნება კი საკუთარი ფსევდონიმითაცაა ცნობილი და თუ აუცილებელია, იმ ბრჭყალებში ჩასმული მეტსახელით მოიხსენიეთ ხოლმე! ალბათ მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ!

ისე, ცნობისათვის: აღნიშნული პიროვნება არასოდეს და მითუმეტეს, იმ დროს, ისეთ პერსონას არ წარმოადგენდა, დამოუკიდებლად რაიმე გადაეწყვიტა!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თამაზ ორჯონიკიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,145 ნახვა
%d bloggers like this: