მედიცინა

საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Nusagi

საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 491 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 700 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 777, პისიარტესტით – 4 923.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 111 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 028 გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 545, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 677 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 304 პირი.

ამასთან, 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,451,701 ნახვა
%d bloggers like this: