უცხოური მედია

ჩეხეთი და საფრანგეთი პანდემიის გამო საზღვრებს კეტავენ

Nusagi

კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, ჩეხეთი და საფრანგეთი საზღვრებს კეტავენ.

30 იანვრიდან 15 თებერვლამდე ჩეხეთში შესვლა მხოლოდ იმ უცხოელებს შეეძლებათ, ვინც ამ ქვეყანაში სწავლობს, ან მუშაობს. ასევე დაშვებულია ჰუმანიტარული რეისები.

31 იანვრიდან საფრანგეთში ევროკავშირიდან მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის დადებით პასუხის შემთხვევაში შეიძლება მოხვედრა,  ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან შესვლა და გამგზავრება სრულად აიკრძალა. საფრანგეთში მოქმედებს კომენდანტის საათი საღამოს 6-დან დილის 6 საათამდე, დაკეტილია მაღაზიები, თუმცა ღიაა სკოლები.

ჩეხეთში ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი, დაკეტილია მაღაზიები გარდა საყოფაცხოვრებო საქონლისა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,921 ნახვა
%d bloggers like this: