რელიგია

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს

Nusagi

„ნამახვანჰესის“ ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია „ენკა“. ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.

გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა.

მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადატანა ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მოუწოდებს ყველას, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გასცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს“,- აღნიშნულია წყალტუბოს მერიის ინფორმაციაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,639 ნახვა
%d bloggers like this: