პოლიტიკა

ჯენიფერ ენისტონის „ინსტაგრამში“, ქალი ლიდრების ფოტოებს შორის სალომე ზურაბიშვილი მოხვდა

Nusagi

ჰოლივუდის მსახიობ ჯენიფერ ენისტონის მიერ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ქალი ლიდრების ფოტოებს შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხვდა.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოში ისმის მათი ხმაური, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ცვლილებები მაინც ხდება. მიანიჭეთ უფლებამოსილება ქალებს და შეცვალეთ მსოფლიო“, – წერს ჯენიფერ ენისტონი.

ფოტოებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად მოხვდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, ნეპალის პრეზიდენტი ბადია დევი ბანდარი, ნამიბიის პრეზიდენტი საარა კუუგონგელვა, ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ვაჯედი, გაბონის პრემიერ-მინისტრი როუზ კრისტიან-რაპონდა, ასევე აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, პაკისტანელი აქტვისტი და უფლებადამცველი მალალა იუსუფზაი, ახალაგაზრდა ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,765 ნახვა
%d bloggers like this: