პოლიტიკა

tv-პირველში იმიტომ მოვედი, რომ ამ ეთერიდან ერთხელ მაინც გაჟღერდეს- გარეჯი საქართველოა!

Nusagi

​თქვენი ტელევიზია მთელი ეს პერიოდი ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პროპაგანდაში, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი კი ის იყო, რომ ამ ტელევიზიიდან ერთხელ მაინც გაჟღერებულიყო, რომ გარეჯის საქართველოა,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ვახტანგ შაქარაშვილმა ტვ-პირველის ჟურნალისტს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების შეურაცხყოფაა, რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ტვ-პირველის ეთერში ხდებოდა, და განსაკუთრებით ერთ-ერთ თოქ-შოუში, როდესაც მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ტაში დაუკრა განცხადებას, რომ გარეჯი არ არის საქართველო.

„თქვენი ეთერის მეშვეობით, ადამიანმა, რომელიც ბრალდებულია, ბრაზით, დაჟინებით, რამდენჯერმე გააკეთა განცხადება და მას დაეთანხმა იქ მყოფი ადამიანები. მას სადავოც არ გაუხდია. თქვა, რომ გარეჯი არ არის საქართველო. მან თქვა- რაც არ არის შენი, არ არის შენი, სადავო რომ გახადო, უნდა თვა, რომ არის სადავო და მე, როგორც კომისიის წევრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის იყოს ჩვენი“,-განაცხადა შაქარაშვილმა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილის დაკავების წინააღმდეგი იყო, თუმცა ამ ადამიანმა თავად გაფანტა ეჭვები.

„მე ვიცი პატიმრობის ფასი, ნამყოფი ვარ და იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ამ საქმეს უყურებდა კრიტიკულად. მე შესუსტებული მაქვს ნდობა „ქართლი ოცნების“ მიმართ, ასევე პროკურატურის მიმართ და ვითხოვდი მეტ მტკიცებულებას, მეტ სინათლეს, მაგრამ ყველაზე მეტი სინათლე ამ საქმეს სწორედ ამ ადამიანმა მოჰფინა თავისი აღიარებით. მე მივმართავ ქართულ ოცნებას და ველოდები უფრო თანმიმდევრულ ნაბიჯებს,  თქვენ ამბობთ, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური მიზანშეწონილობით აკავებს ადამიანებს, თუმცა აღმოჩნდა პირიქით, ის პოლიტიკური მიზანშეწონილობით ათავისუფლებს ადამიანებს. მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს კონკრეტული გათავისუფლებაც ამის ნაწილი იყო. თქვენ კი, მინდა გთხოვოთ, რომ თქვენს ტელევიზიაში, თქვენი ეთერის მარჯვენა მხარეს დააწეროთ, რომ გარეჯი საქართველოა. ეს დაგეხმარებათ, გამოისყიდოთ ის, რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში თქვენი ეთერის საშუალებით“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,687 ნახვა
%d bloggers like this: