პოლიტიკა

თავის მართლება მიწევს, რომ ვიღაცის ბულინგის მსხვერპლი არ ვარ

Nusagi

თუ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, თუ იქ არ იქნება წარმოდგენილი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება, ის იქნება ერთი პარტიის თავშეყრის ადგილი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებიან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხრიდან არგაჟღერებული მიზეზი იმისა, რის გამოც ოპოზიციონერ დეპუტატებს საპარლამენტო უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ ერთგვარად თვითგადარჩენის ინსტინქტით იყო ნაკარნახევი, ვინაიდან, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანო არ იქნებოდა ხალხის ნების გამომხატველი.

„ერთ-ერთი მიზეზი არის თვითგადარჩენის ინსტინქტი „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ თუ ისედაც ეჭვქვეშ დაყენებული ლეგიტიმაციის პარლამენტის პირობებში, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლობას შეუწყვეტ წარმომადგენლობას, ის პარლამენტი ვერ იქნება ხალხის ნების გამომხატველი. თუ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, თუ იქ არ იქნება წარმოდგენილი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება, ის იქნება ერთი პარტიის თავშეყრის ადგილი, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ შტაბში იკრიბებიან, იგივე ლეგიტიმაცია ექნება პარლამენტში მათ არსებობასა და საქმიანობას. ის, რომ ვიღაცამ დაირქვა „პატრიოტთა ალიანსიდან“ „ევროპელი სოციალისტები“ ან ვიღაც ორი ადამიანი შევიდა პარლამენტში, ეს ხომ მაინც არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში წარმოდგენილია ოპოზიცია და ქართველი ხალხის ნება ასახული და წარმოდგენილია პარლამენტში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც დაახლოებით, 20-მდე ოპოზიციონერია, ვისაც პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა ამას შანტაჟისა და ბულინგის გამო არ აკეთებს. მანჯგალაძის თქმით, კობახიძე „სტრატეგია აღმაშენებელს“ ვერანაირად ვერ იგულისხმებდა, რადგან მათი პარტია არავისთან არანაირ მორალურ კომპრომისზე არ წასულა.

„ამ ბრძოლის განმავლობაში, რაც ოპოზიციაში ვართ, ავანგარდში ვიყავით პოლიტიკური ცვლილებებისა და პროცესების. შეურაცხყოფაა, უბრალოდ, როდესაც თავის მართლება მიწევს იმაზე, რომ ვიღაცის ბულინგის მსხვერპლი არ ვარ. ჩვენ რომ ჩავთვლით და როცა ჩავთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება სჭირდება ქვეყანას და ხალხს რომელიც ყოველ დღე ელოდება, რომ რაღაცნაირად მისი მდგომარეობა შემსუბუქდეს, როცა ვნახავთ, რომ ამ პროცესში რაღაცის შეცვლა შეგვიძლია, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა გადაწყვეტილებასაც ჩავთვლით სწორად და თუ გინდა, მთელს ოპოზიციას ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,452 ნახვა
%d bloggers like this: