პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ეს პირადი დევნაა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა

Nusagi

მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა მისი მობილურის ნომერი გამოაცხადა, ტელეფონი არ ჩერდება.

“ნახევარი საათის წინ, ღია ეთერში გამოაცხადა თეა წულუკიანმა ჩემი მობილურის ნომერი. ასევე გამოაცხადა, რომ მე თურმე, ოპოზიციას პარლამენტში არ ვუშვებ. “ქართულ ოცნებას” სჯერა, რომ ვიღაცას არ ვუშვებ პარლამენტში. ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ეს უკვე პირადი დევნაა, პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაა. პოლიტიკური კონტექსტი არათუ მოიხსნა, გაძლიერდა.

ნორმალურ ქვეყანაში, თქვენ იქნებოდით თითით საჩვენებელი მოსამართლე თქვენი გონებრივი შესაძლებლობების და უნარების გამო, რომელიც გაქვთ, ნუ გააკეთებთ იმას, რასაც არცერთ ვითარებაში არ გააკეთებდით, ზეწოლა რომ არ იყოს თქვენზე. ნუ იტყვით, რომ ან პოლიტიკური ან პანდემიური ფაქტორი მოიხსნა”,- განაცხადა გვარამიამ მის სასამართლო პროცესზე, როდესაც მისი საქმის მოსამართლეს მიმართა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

„ბატონო ალეკო, თქვენ აქ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი გვაჩვენეთ, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ ხოლმე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – განაცხადა წულუკიანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,818 ნახვა
%d bloggers like this: