პოლიტიკა

ბაიდენის ადმინისტრაციამ პირველივე დღეებში ასობით მიგრანტი გაასახლა

Nusagi

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მუშაობის პირველივე დღეებში ასობით მიგრანტის დეპორტაცია მოახდინა მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა. ბაიდენი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ აშშ-დან ადამიანების გასახლების პროცესს შეაჩერებდა საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურებმა სულ მცირე, სამ ქვეყანაში გაამგზავრეს დეპორტირებულები. ორშაბათს დეპორტაციისთვის დამატებითი რეისები დაიგეგმა. 

როგორც სააგენტო „გარდიანი“ წერს, უცნობია, ამ ადამიანებიდან რამდენი წარმოადგენდა საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ან რამდენმა გადაკვეთა საზღვარი უკანონოდ. ეს ის კრიტერიუმებია, რომლებსაც პრიორიტეტი ენიჭება დეპორტაციის დროს. 

საზღვრისპირა ქალაქ ელ-პასოში, ტეხასის შტატში იმიგრაციის სამსახურმა დააკავა და სამშობლოში გაამგზავრა ქალი, რომელიც 2019 წელს მაღაზია Walmart-ში მომხდარი მასობრივი მკვლელობის თვითმხილველი და მთავარი მოწმეა. მისი ადვოკატების თქმით, ქალი მზად იყო 23 ადამიანის მკვლელის წინააღმდეგ, სასამართლოში ბრალდების მოწმედ გამოსულიყო. 

როზა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს, შემდეგ კი, ICE-ს გადასცეს, რომელმაც მისი სასწრაფო დეპორტაცია მოახდინა ისე, რომ ადვოკატთან დარეკვის საშუალებაც არ მისცა. 

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა გააცნობიერონ, რომ მიუხედავად მათი მკვეთრად გამოხატული სურვილისა, მიგრანტებთან უკეთესი მოპყრობის შესახებ, ჩვენ კვლავ ვხედავთ, ადგილობრივ დონეზე როგორ ხდება მათი სურვილის იგნორირება და როგორ ექცევიან მიგრანტებს“,-განაცხადა ადვოკატმა.

ICE აცხადებს, რომ ადამიანების დეპორტაცია სასამართლოს დადგენილების საფუძველზე მოხდა. სააგენტო დამატებით კომენტარებზე უარს ამბობს. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,117 ნახვა
%d bloggers like this: