Uncategorized

„გარდიანი“: ახალი კვლევით, Covid 19 სავარაუდოდ, ფსიქიკურ მოშლილობას და ტვინის დაავადებას იწვევს

Nusagi

კვლევევების თანახმად, კორონავირუსით დაავადებულ ყოველ მე-8 პაციენტს გამოჯანმრთელების შემდეგ, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები უვითარდება, რაც დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში გრძელდება, ასევე იზრდება ინსულტის რისკი -ამის შესახებ TheGuardian იუწყება.

ანალიზი, რომელმაც ჯერ რეცენზია უნდა გაიაროს, აჩვენებს, რომ ეს ციფრები 1-დან სამამდე გაიზარდა, როდესაც კვლევაში ჩართეს პაციენტები მანამდე არსებული ფსიქიკური, ან ნევროლოგიური დაავადებებით.

როგორც აღმოჩნდა, ყოველ მე-9 პაციენტს ასევე განუვითარდა დეპრესია, ან ინსულტი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საავადმყოფოში არ მოხვდნენ Covid-19-ით ინფიცირების დროს, რაც გასაკვირია- აცხადებს კვლევის ავტორი მაქს ტაკე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული განყოფილების დოქტორი. 

მისივე თქმით, Covid-19 ამ დიაგნოზის რისკს ზრდის, თუმცა უფრო მეტად იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის ინფიცირების დროს სტაციონარში დაჭირდათ მკურნალობა. 

„ისეთ დიაგნოზებს, როგორიცაა ინსულტი და შინაგანი სისხლდენა, აქვს კლების ტენდენცია 6 თვის შემდეგ, თუმცა ფსიქიატრიული და ნევროლოგიური დიაგნოზების შემთხვევაში, ჩვენ ჯერჯერობით, პასუხი არ გვაქვს“,-განაცხადა მეცნიერმა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,880 ნახვა
%d bloggers like this: