Uncategorized

დავით ზილფიმიანი სააკაშვილის განცხადებაზე – გვამები მოიკითხონ იქ, სადაც არის უგულავა, კაკო ბობოხიძე, თავისნაირებში მოიკითხონ

Nusagi

გვამები მოიკითხონ იქ, სადაც არის უგულავა, კაკო ბობოხიძე და მოიკითხონ თავისნაირებში,- ასე ეხმიანება “ევროპელი სოციალისტების” ერთ- ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, “იმ ავადმყოფური ქმედებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინაშე განახორციელა”, მისი განცხადებები სერიოზულად განსახილველიც არ არის. ის სააკაშვილს ურჩევს, განცხადებების გაკეთებამდე დაფიქრდეს, რას ამბობს.

“გვამები ის დეპუტატები არიან იმ პარტიებში, რომელთაც არც კი ჰკითხეს და ისე ჩახსნეს, ასევე, ისინი, რომელთაც თავიანთი სურვილის საპასუხოდ აბულინგებს და იმის თქმას ვერ ბედავენ, რომ პარლამენტში შემოსვლა უნდათ. გვამები მოიკითხონ იქ, სადაც არის უგულავა, კაკო ბობოხიძე, მოიკითხონ თავისნაირებში. იმ ადამიანზე რა უნდა ვთქვა, რომელსაც საქართველოსთვის მტრობის გარდა არაფერი გაუკეთებია,”- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა”.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,957 ნახვა
%d bloggers like this: