Uncategorized

მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე თუ დეპუტატების ის რაოდენობა შემოვა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად – შალვა პაპუაშვილი

Nusagi

მმართველი პარტიის წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი.

ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ასევე გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზადაა განიხილოს საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში თუ პარლამენტში შევა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად:

“საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 4:1 თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად არანაკლებ 2:1 თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30 წლიან პრობლემას. გარდა ამისა მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,880 ნახვა
%d bloggers like this: