Uncategorized

საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია

Nusagi

საგამოძიებო კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3 800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ – გიგა ბოკერიას პარტია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ამ ხალხს ჰყავდა ცესკოს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3 800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ და მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, კომისიაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხალისე დამკვირვებელი გვყავდა, 3 800 უბანია და ამ სამ პარტიას არათუ დამკვირვებლები ჰყავდა, არამედ კომისიის წევრები. თუ 10 ათასი კაცის ოქმები არ იქნება, სურათის დადგენა გაგვიჭირდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,880 ნახვა
%d bloggers like this: