დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უახლოეს 3 თვეში ციფრულ „კორონა-პასპორტებს“ შემოიღებენ, ამის შესახებ AP იუწყება.
ფინანსთა მინისტრის, მორტენ ბედსკოვის თქმით, ეს დანიაში საქმიან ცხოვრებას ეტაპობრივად აღადგენს. კერძოდ, საბუთში მოცემული იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია, რაც პასპორტის მფლობელს საშუალებას მისცემს, საქმიანი მოგზაურობა და სხვადასხვა ოფლაინ ღონისძიებები დაგეგმოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დანიაში საზოგადოებრივი ცხოვრება აღვადგინოთ, რათა კომპანიებმა შეძლონ ძველ კალაპოტში დაბრუნება“,-განაცხადა მინისტრმა.
3 თვის შემდეგ ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტის შენახვა მობილურებში იქნება შესაძლებელი.
„ეს იქნება დამატებითი პასპორტი, რომლის ჩატვირთვაც თქვენ შეგეძლებათ მობილურ ტელეფონში, რათა დაადასტუროთ , რომ ვაქცინა გაქვთ გაკეთებული. ჩვენ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდებით, რომელსაც ვაქცინაციის პასპორტი ექნება და შევძლებთ, მსოფლიოს მივცეთ მაგალითი“,-განაცხადა მინისტრმა.