Uncategorized

ბაიდენმა მსოფლიოში LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა

Nusagi

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს მსოფლიოში LGBTQI+ პირთა უფლებების დაცვის შესახებ.

„ჩვენი ზნეობრივი ლიდერობის აღდგენის მიზნით, მე ასევე დავუგზავნი პრეზიდენტის მემორანდუმს უწყებებს, რათა LGBTQI საკითხებზე ჩვენი ლიდერობა გააძლიერონ საერთაშორისო დონეზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ დიპლომატია ამ ადამიანების უფლებების მხარდაჭერას ემსახურებოდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ადამიანს ღირსეულად უნდა მოეპყრონ და მათ შიშის გარეშე ცხოვრება უნდა შეეძლოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,437 ნახვა
%d bloggers like this: