ბიზნესი

დღეს გახდება ცნობილი, შეცვლის თუ არა სარესტორნო სექტორი დაანონსებული პროტესტის ფორმას

Nusagi

შეცვლის თუ არა სარესტორნო სექტორი შაბათს დაანონსებული პროტესტის ფორმას, ეს საკითხი დღეს გახდება ცნობილი. დროზე ადრე მოხსნილი რეგულაციების მიუხედავად, ბიზნესი, რომელიც დაუმორჩილებლობას აანონსებდა, ამ დრომდე ვერ ამბობს, გახსნიან თუ თვითნებურად 6 თებერვალს რესტორნებს.

შიდა მსჯელობა თემაზე ამ დრომდე მიმდინარეობს, პასუხი კი, დღის 12 საათისთვის იქნება ცნობილი. რესტორნების წარმომადგენლებმა გუშინ დღის ბოლოს შეხვედრა გამართეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქტიურ კომუნიკაციაში არიან სექტორთან და იმედი გამოთქვა, რომ ისინი თვითნებურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. პრემიერმა გუშინ აღნიშნა, რომ რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ. კვების ობიექტები სტუმრების მიღებას 15 თებერვლიდან მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,890 ნახვა
%d bloggers like this: