Uncategorized

მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდება

Nusagi

მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებულ ბადურ ჩოფანაშვილს შეხვდება. მხარეებს შორის მოლაპარაკება ცოტახანში სოფელ დუისი მიმდებარედ დაიწყება, რასაც ადგილობრივების ნაწილიც დაესწრება.

სოფელ ომალოში მცხოვრებ ბადურ ჩოფანაშვილთან როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილს, ასევე ადგილობრივების ნაწილს კითხვები აქვს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით.

საქმე ეხება ჩოფანაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ახმედ ჩატაევსა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ადანაშაულებდა და ის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს.

მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მან აღიარებით ჩვენებაში სწორედ მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ისაუბრა.

პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩოფანაშვილისგან საჯაროდ განმარტებას ითხოვს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,401 ნახვა
%d bloggers like this: