საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე: “ოცნებაში” ბევრი მეგობარი მყავს, სუფრასთან ბევრთან ერთად მიმღერია კიდეც

Nusagi

“ოცნებაში” ბევრი მეგობარი მყავს, სუფრასთან ბევრთან ერთად მიმღერია კიდეც, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ მაგალითად გივი ჭიჭინაძესთან ერთად აქვს ნამღერი.

“ხელისუფლება ვერაფერს ვერ გააკეთებს. მათ უკვე სერიოზული პრობლემა აქვთ. ამოწურეს თავისი თავი. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, მტრები კი არ არიან. ისინი – ზოგზოგიერთები, რადიკალური ფრთა მტრად გვიყურებს, მაგრამ მე უამრავი მეგობარი მყავს იქ. უამრავთან ერთად მიმღერია კიდეც სუფრაზე. იმაზე ხომ არ არის ლაპარაკი, რომ ბანაკებად დავიყოთ და ისინი ვესროლოთ ერთმანეთს?! აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სამწუხაროდ კრიზისსაც ვუყურე, მის მართვასაც და პანდემიამდე არსებულ ვითარებასაც. ეკონომიკა არ გაზრდილა. ვალები გაგვისამმაგდა თუ გაგვიოთხმაგდა, ხალხი გაღატაკდა…” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ინგა გრიგოლიამ მას უთხრა, რომ დიანა ტრაპაიძე მწერს ახლა, ნეტა ვისთან ერთად უმღერია მამუკა ხაზარაძესო, რაზეც ასე პასუხობს:

“გივი ჭიჭინაძესთან მაგალითად. არაჩვეულებრივი კაცი. არ მიმღერია, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანია ირაკლი ქადაგიშვილი და ა. შ. იქ პრობლემები არ შეექმნათ მათ, ისეთი ამბავია”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,435 ნახვა
%d bloggers like this: