Uncategorized

პეტრე საყვარელიძე გია ჟორჟოლიანზე: დღეს თუ უმრავლესობასავით არ ფიქრობს, მოუსმინეთ და იქნებ გამოიყენოთ რამეში ამ ადამიანის დასმული უშეცდომო “დიაგნოზები”

Nusagi

წინა პოსტი დავწერე და აღვნიშნე, რა ჭკვიანური ნაბიჯი იყო მიშა სარჯველაძის ხშირად მიწვევა ტელეეთერში… აქვე არ შემიძლია არ დავამატო, რომ გია ჟორჟოლიანის დარი ბრძენი (არ მაშინებს ეს სიტყვა) კაცის დაბლოკვა ეთერში, ასეთივე დონის შეცდომაა, როგორც ის – დამსახურება,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში პეტრე საყვარელიძე წერს.

„მე ვიცი, რომ იგივე ბუბა ხოტივარს აქვს რამდენიმე საინტერესო ინტერვიუ გიასთან, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გაუშვეს, კინოსადმი მიძღვნილი (არაჩვეულებრივი იყო, კინოს მოყვარულებს გირჩევთ ნახოთ).

დღეს თუ უმრავლესობასავით არ ფიქრობს ეს კაცი, მოუსმინეთ და იქნებ გამოიყენოთ რამეში მაინც ამ ადამიანის დასმული უშეცდომო “დიაგნოზები” ჩვენს საზოგადოებას“,-წერს საყვარელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,445 ნახვა
%d bloggers like this: