Uncategorized

პომპეო: ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ISIS-ი ბრიტანეთის სიდიდის ტერიტორიას აკონტროლებდა

Nusagi

აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი გამოსვლა, რომელიც ქვეყნის მომავალ საგარეო პოლიტიკას ეხებოდა, ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკრიტიკა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“. პომპეომ კი, ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქვეყანას ბარაკ ობამა მართავდა და ბაიდენი ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 

„რა აქვს მხედველობაში, რომ ამერიკა იმ დროს დაუბრუნდა, როდესაც „ისლამური სახელმწიფო“ ხალიფატს აკონტროლებდა, რომლის ტერიტორიაც დიდ ბრიტანეთს უტოლდებოდა? იმედი მაქვს, ეს არ იგულისხმა. პრეზიდენტმა ტრამპმა და ჩვენმა გუნდმა ეს საკითხი მოაგვარა“,-განაცხადა ექს-სახელმწიფო მდივანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს. 

მან ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ ახლანდელი ადმინისტრაცია ჩინეთის მიმართულებით წარმატებას მიაღწევს.

„როდესაც ამბობს, რომ ამერიკა დაბრუნდა, ხომ არ ნიშნავს, რომ ჩინეთი კვლავ არაფრად ჩაგვაგდებს და მილიონობით სამუშაო ადგილს მოსპობს კანზასსა და სამხრეთ კაროლინაში? იმედი მაქვს, ამას არ გულისხმობს“,-განაცხადა პომპეომ.  

ბაიდენმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ამერიკის მხრიდან დათმობებს ადგილი აღარ ექნება.

პომპეომ კი, თავის მხრივ ბაიდენს შეახსენა უკრაინის მოვლენები.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,687 ნახვა
%d bloggers like this: