ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა

Nusagi

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 227 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 44, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –    1 078, აჭარაში – 188, იმერეთში – 463.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 45, იმერეთში – 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში- 6, იმერეთში – 16.

274 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 182 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში.

2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 199, ხოლო აჭარაში – 174.

სულ  6 ოქტომბრიდან – 4 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 531 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 734 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 014 პირი, აჭარაში – 789, იმერეთში – 1 502“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,474 ნახვა
%d bloggers like this: