მისტიკა და ჩვეულებები

ექსტრასენსი, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა, 2021 წლის პროგნოზს აკეთებს

Nusagi

„ექსტრასენსების ბრძოლის“ფინასლისტმა ზირადინ რზაევმა, რომელმაც კორონავირუსის პანდემია იწინასწარმეტყველა, კაცობრიობას 2021 წლის შესახებ საკუთარი პროგნოზიც ამცნო. თუმცა, ეზოთერიკოსის თქმით არც ამ წლისგან უნდა ველოდოთ რამე სასიკეთოს.

რზაევის წინასწარმეტყველება კორონავირუსზე სრულად ახდა. როგორც ექსტრასენსი ამტკიცებდა, დედამიწაზე მართლაც გავრცელდა საშიში ვირუსი, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ამჯერად ზირადინი 2021 წელსაც არცთუ ნაკლებ საშიშროებაზე საუბრობს.

რზაევი ირწმუნება, რომ ეს იქნება „ომის წელი“, რომელიც არაფრით იქნება „შავ 2020“-ზე უკეთესი.

„ყველას ეშინოდა 2020 წლის, რადგან მართლაც ძალიან რთული იყო, მაგრამ 2021 წელს იქნება ბევრი სისხლი და კონფლიქტი“ – აცხადებს ექსტრასენსი.

ის უფრო დაწვრილებით არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ ამის გაკეთება ჯერ არ შეუძლია.

Prime Tme

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,452,348 ნახვა
%d bloggers like this: