უცხოური მედია

ნიუ იორკის მეტროში თავდასხმები გრძელდება- ადამიანებს რელსებში აგდებენ, დანით თავს ესხმიან

Nusagi

ბოლო რამდენიმე თვეა, ნიუ-იორკის მეტროში გახშირდა თავდასხმების რიცხვი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, მგზავრთა ნაკადმა 70%-ით იკლო,- ამის შესახებ New York Daily News იუწყება. 

ადამიანებს ხშირად თავს ესხმიან უცნობი პირები, ზოგს ცივი იარაღით აყენებენ ჭრილობებს, ზოგს კი, რელსებში აგდებენ. 

გამოცემის ცნობით, ბოლო ასეთი შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა, როდესაც 61 წლის მამაკაცს თავს დაესხა 20-25 წლის ახალგაზრდა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, გაჩერებაზე წყნარად გავიდა ვაგონიდან და გზა გააგრძელა. ერთი დღით ადრე, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მატარებელს ელოდა, უკნიდან უცნობი პირი მიეპარა და რელსებში ჩააგდო. დაზარალებულს ადგილზე მყოფი მგზავრები მიეხმარნენ და სასწრაფოდ ამოიყვანეს რელსებიდან.

„ყურსასმენები მეკეთა და არ გამიგია, როგორ მომიახლოვდა უცნობი ზურგიდან, მე გადავრჩი, მაგრამ ხომ შეიძლება, ჩემს ადგილზე დედაჩემი ყოფილიყო? ან ვინმეს და, ან პატარა ბავშვი? იმ დღეს მეტროთი აღარ წავედი და ალბათ ძალიან გამიჭირდება კვლავ ამ ტრანსპორტით მგზავრობა“,-განაცხადა დაზარალებულმა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა და ადრე სასჯელს სწორედ მეტროში თავდასხმის გამო იხდიდა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,447,199 ნახვა
%d bloggers like this: