უცხოური მედია

185-მა გერმანელმა მსახიობმა კოლექტიური ქამინგ აუთი გააკეთა

Nusagi

185-მა გერმანელმა მხაობმა, ქალმა და მამაკაცმა კოლექტიური ქამინგ აუთი გააკეთა როგორც ლესბოსელებმა, გეებმა, ბი, ტრანსგენდერებმა, ქვიარებმა და ინტერსექსუალებმა. ამის შესახებ Hollywood Reporter იუწყება. 

მათი პორტრეტები და ინტერვიუ გამოცემა Süddeutsche Zeitung Magazine-ში გამოქვეყნდა. აქციის ბევრმა მონაწილემ მანამდე უკვე გააკეთა ქამინგ აუთი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან, ბევრმა კი, მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. 

მათ აღიარეს, რომ ადრე ამაზე საუბარი ღიად არ შეეძლოთ, რადგან ეშინოდათ კარიერის გამო, თუმცა ახლა საქმე სხვანაირადაა. „გაბატონებული იყო აზრი, რომ თუ ჩვენ გავამხელდით ჩვენი იდენტობის გარკვეულ  საზღვრებს, კერძოდ, სექსუალურ და გენდერულ იდენტობას, მაშინვე დავკარგავდით გარკვეული პერსონაჟებისა და ურთიერთობების გამოსახვის უნარს“,-აღნიშნავენ მსახიობები. 

ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანია, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ამ პრობლემისადმი. „მრავალფეროვნება დიდი ხანია, თანამედროვე გერმანულ სამყაროში რეალობად იქცა. მაგრამ ეს ფაქტი ჩვენს კულტურულ ნარატივში ნაკლებად აისახა“,-აცხადებენ მსახიობები.

მათ შორის, ვინც საკუთარი სექსუალური იდენტობის შესახებ ალაპარაკდა, არიან: მარკ ვაშკე (სიბნელე), გიდეჰარდ გიზე და უდო ზამელი, რომლების მონაწილეობდნენ სერიალში „ბაბილიობი-ბერლინი“. ასევე კარინ ჰანჟევსკი (დანაშაულის ადგილი). 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,466,149 ნახვა
%d bloggers like this: