საზოგადოება

დღეს თბილისის ორ რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Nusagi

თბილისში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 7 თებერვალს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის და ნინო ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ) და დიდი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,443,921 ნახვა
%d bloggers like this: