ჯანდაცვა

თამარ გაბუნია: თუ დადებითობის მაჩვენებელი შენარჩუნდება 4%-ს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ

Nusagi

„როდესაც ჩავივლით ეტაპობრივი გახსნის ფაზებს და შევხედავთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნარჩუნდება 4 პროცენტს ქვემოთ, მერე უკვე შეგვიძლია, უფრო თამამ გადაწყვეტილებებზეც ვისაუბროთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ეს იქნება რესტორნები და სხვა დანარჩენი ბიზნესი. ინსპექტირების სამსახური ძალიან აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს იმისთვის, რომ ყველა წესი იყოს დაცული. გარდა ამისა, განსაკუთრებით მიშვნელოვანია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება – პირბადის ტარებაზე მონიტორინგი გამკაცრდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ხვალ საქართველოში შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,463,128 ნახვა
%d bloggers like this: