Uncategorized

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ორშაბათიდან მგზავრების მისაღებად მზად არის

Nusagi

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ორშაბათიდან, დილის 06:00 საათიდან მგზავრებს მოემსახურება, – ამის შესახებ აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თამაზ რობაქიძე.

ამ ეტაპზე ყველა მეტროსადგურის, ყველა მოძრავი შემადგენლობის ვაგონების, ასევე ავტობუსების დეზინფექცია მიმდინარეობს.

„დეზინფექცია ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული სპეციალური ხსნარებით. მათი დეზინფექცია გაგრძელდება ყოველდღიურად, ყოველ ღამე, ვიდრე ხაზზე გამოვლენ, მოხდება დასუფთავება და დეზინფექცია.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ერთი – ყველა მგზავრი უნდა იყოს პირბადით და ამის გაკონტროლება მოხდება ჩვენი თანამშრომლებისა და მეტროს პატრულის მიერ. არც ერთი მგზავრი არ დაიშვება, რომელსაც არ ექნება პირბადე, ხოლო ავტობუსი არ დაიძვრება ადგილიდან, თუ რომელიმე მგზავრს არ ექნება პირბადე.

კომენდანტის საათიდან გამომდინარე, მეტროც და ავტობუსიც იმუშავებს 21:00 საათამდე. რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია – ავტობუსის მძღოლის წინ არის დამცავი ბარიერი და მგზავრებს არ შეუძლიათ, მძღოლს მიუახლოვდნენ. რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს, მეტროც და ავტობუსიც იმუშავებს იგივე განრიგით. ვინაიდან დიდ მობილობას არ ველოდებით, ეს ინტერვალი შენარჩუნდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია იმოქმედებს შესაბამისად.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,511 ნახვა
%d bloggers like this: