საზოგადოება

თქვენი შთამომავლობის გადასახდელი იყოს უფლის წინაშე ცოდვა, რომელიც მძიმე ჯვრად დაგაწვებათ ჩემი გარდაცვალების გამო

Nusagi

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.

„ვარ 61 წლის, ამ წლის აპრილში შემისრულდება დაბადებიდან 62 წელი; ბოლო ოცი წელია სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვარ ქრონიკული კარდიო პაციენტი, ყოველ დღე ვღებულობ კონკრეტულ პრეპარატს, ჩემი კარდიოლოგის მიერ დანიშნულს; სიგარეტის მოწევის 8 წლის წინ ნებაყოფლობით გადადგდების შემდეგ მკვეთრად მოვიმატე წონაში და ვარ ფაქტიურად კორონას ნომერ პირველი მსხვერპლი!!! ყველა გაიდლაინი მეუბნება, რომ ვარ კორონას დავირუსების შემთხვევაში ნომერ პირველი პაციენტი, ვინც სხვადასხვა პროცედურების გავლის მიუხედავად მკურნალობას დაასრულებს გარდაცვალებით!

კიდევ ბევრი შემეძლო დამეწერა ჩემი კოვიდ-19 თან არამეგობრული დამოკიდებულების შესახებ.- ხოდა, აწი თუ თქვენი საპროტესტო აქციებით, თქვენი ლობისტების მთავრობაზე ზეწოლით, თქვენს ბიზნესებში მთავრობის და პრალამენტის წევრთა წილში ყოფნით თუ სხვა , ჩვენთვის შეუცნობელი რომელიმე მხარდაჭერის ბერკეტით ხსნით ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სივრცეს, და თუ მე პირადად დავსნებოვდები ამ თქვენგან გახსნილ ბიზნეს-სივრცეში კორონა ვირუსით, რომელიც სავარაუდოდ მომისწრაფებს სიცოცხლეს , თქვენი და თქვენი შთამომავლობის გადასახდელი იყოს უფლის წინაშე ის დიდი ცოდვა, რომელიც პირადად დაგაწვებათ მძიმე ჯვარად მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩემი გარდაცვალების გამო !!!“,-წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,687 ნახვა
%d bloggers like this: