პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის

Nusagi

კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლასთან და შემდეგ უკვე ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნებამდე დავიწყეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მან თავის წინამორბედს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვქონდა ერთობლივი კონსულტაციები, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის წარმართავდა ამ კონსულტაციებს. მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, იმ ნდობისთვის, რომელიც მან მე 2015 წლიდან გამომიცხადა და განსაკუთრებით იმ ნდობისთვის, რომელიც პარტიის თავმჯდომარედ ჩემს არჩევას უკავშირდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე 16 იანვარს აირჩიეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,504 ნახვა
%d bloggers like this: