პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება არის ამბიციური გეგმა, თუმცა ეს ყველაფერი მიღწევადია

Nusagi

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული. არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ამბიციური ამოცანა და ამბიციური გეგმა, თუმცა ეს ყველაფერი არის მიღწევადი. ამას სჭირდება მიზანდასახული მუშაობა. ამას სჭირდება დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცება, ამას სჭირდება ეკონომიკის თვისებრივი გაძლიერება, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება და მუდმივი ზრუნვა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაზე. ჩვენ გვაქვს სწორი კურსი აღებული. არის უამრავი სირთულე, მათ შორის პანდემიის გამო. ბუნებრივია, ეს არ იქნება მარტივი გზა, თუმცა თუ ჩვენ ვიმუშავებთ მიზანდასახულად და ვიქნებით ეფექტიანები ამ მიზნის შესრულების თვალსაზრისით, ეს შედეგი აუცილებლად დადგება. ყველაფერი არის ჩვენს შრომაზე დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,458,062 ნახვა
%d bloggers like this: