პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც საუბნო კომისიების 11 ათასი ოპოზიციონერი ადასტურებს არჩევნების შედეგებს, ყველაფერი დღესავით ნათელია

Nusagi

ყველამ კარგად იცის და მათ პირველ რიგში იციან, მათი კომისიის წევრებიდან გამომდინარე, რომ არჩევნებზე გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბნო კომისიების 11 ათასი ოპოზიციონერი ადასტურებს არჩევნების შედეგებს, აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. „ამაზე მათ პასუხი არ აქვთ. სწორედ ამიტომ გაურბიან, მათ შორის დებატებს. დებატებში, როდესაც ეს კითხვა დაისმება, ბუნებრივია, ამაზე ისინი პასუხს ვერ გაგცემენ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. ყველამ კარგად იცის და მათ პირველ რიგში იციან, მათი კომისიის წევრებიდან გამომდინარე, რომ იქ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ბუნებრივია, ამას გამოსწორება სჭირდება. ამ საკითხს ეძღვნება, მათ შორის საარჩევნო პაკეტი, რომელზეც ჩვენ „მოქალაქეებთან“ შევთანხმდით. მაგალითად, იქ საუბარია, ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის შემოღებაზე. ერთ-ერთი მიზანია ის, რომ 30-წლიანი საარჩევნო ოქმების დაუბალანსებელი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას. როდესაც აპარატი ითვლის, ამ შემთხვევაში ბალანსის პრობლემა იხსნება. რაც შეეხება არჩევნების სისტემურ გაყალბებაზე საუბარს, ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,687 ნახვა
%d bloggers like this: