საზოგადოება

პარლამენტში, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე იუსტიციის მინისტრს ხვალ მოუსმენენ

Nusagi

8 თებერვალს, პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმენენ.

ლორთქიფანიძე ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზეა მიწვეული.

მოსმენა გაიმართება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოსა და ამავე საქმეზე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,367 ნახვა
%d bloggers like this: