სპორტი

რუსები კვლავ კუდამოძუებულები გავაბრუნეთ სახლში – 22-ე გამარჯვება!

Nusagi

„ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მათი დამარცხება გახლავთ. ჩვენ ვაპირებთ ვცადოთ მათ წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება.“ – ასე იიმედებდა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი საკუთარ თავს, თუმცა, ტრადიცია არ დაირღვა.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.

პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა, ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა შედეგიანი თამაში.

მეორე ნახევარში კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს შეტევა, მალევე ვასილ ლობჟანიძემ თავისი ინდივიდუალური ოსტატობით ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახდა

ცოტა ხანში რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო თედო აბჟანდაძე ჯარიმიდან ამჯერადაც ზუსტი იყო და სხვაობა 10-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, რუსები არ გაჩერებულან და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დასრულდა, გარდასახვა გაისინმა შეასრულა და ანგარიში 10:7 გახდა.

ამის შემდეგ თედო აბჟანდაძემ კიდევ, ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 16:7.

„ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის გათამაშებაში ხუთივე თამაში მოიგეს და გათამაშების ჩემპიონები გახდნენ. ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ზედიზედ მე-19-ედ და ისტორიაში 22-ედ დაამარცხა.

საქართველო – რუსეთი 16:7 (0:0)

ქულები: ლობჟანიძე (46, ლ), აბჟანდაძე (47, გ), აბჟანდაძე (53, ჯ), ფედოტკო (61, ლ), გაისინი (62, გ), აბჟანდაძე (66, ჯ), აბჟანდაძე (75, ჯ)

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,473 ნახვა
%d bloggers like this: