სპორტი

რუსეთთან თამაშამდე, ბორჯღალოსნებმა სტადიონზე საქართველოს რუკა გამოსახეს. ფოტო

Nusagi

დღეს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ. რაგბის ფედერაციამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ სპორტსმენებს საქართველოს რუკა აქვთ გამოსახული.

თამაშს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „იმედი“ გადასცემს. უცხოეთში მცხოვრებ გულშემატკივრებს თამაშის ნახვა ამ ბმულზე შეუძლიათ.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას, კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,568,204 ნახვა
%d bloggers like this: