საზოგადოება

სერგო ჩიხლაძე – გონივრული იქნება „კომენდანტის საათის“ სულ მცირე 24:00 საათამდე გადაწევა

Nusagi

„კომენდანტის საათი“ პირიქით, ზრდის ადამიანების მობილობას და სიმჭიდროვეს მომსახურების სფეროში, ქუჩაში – გონივრული იქნება მისი სულ მცირე 12:00 საათამდე გადაწევა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის დაწყება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა სწორედ პროტესტის შედეგი იყო და ის შედეგს ამჯერადაც გამოიღებს.

„ეს იყო პროტესტი არაგონივრული, არათანაზომიერი რეგულაციების მიმართ, რაც არის “კომენდანტის საათი” 9:00 საათიდან, მგონი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს პროტესტი ისევე როგორც ნაწილობრივ გაითვალისწინა კანცელარიასთან აქციები გარკვეული რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით და სულ მცირე 12:00 საათამდე მაინც უნდა გადაწიოს „კომენდანტის საათი“. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთოდ უნდა მოიხსნას, მაგრამ პირველ ეტაპზე გონივრული იქნება ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაიწიოს „კომენდანტის საათმა“, რადგან ხედავს ამ განწყობას ხელისუფლება თანაც არანაირი არგუმენტი არ აქვს.

რაც შეეხება დაჯარიმება დაკავების სერიას, მგონი ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმში იქნება – თუ ეს პროტესტი გაგრძელდება, ის შეეცდება, რომ როგორღაც არ დააჯარიმოს, გაწელოს ეს პერიოდი. თუ როგორღაც დაინახა, რომ შესუსტდა პროტესტი, დააჯარიმებს აუცილებლად. სახელმწიფო არ უნდა იყოს დაჯარიმებაზე და დასჯაზე, არამედ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ისევე როგორც გამოიღო საზოგადოების და პოლიტიკოსების აქტიურობამ შედეგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან, სწავლის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და უახლოეს კვირებში ჩვენ ამას ვნახავთ, რომ „კომენდანტის საათის“ დრო შეიცვლება ან საერთოდ გაუქმდება. „კომენდანტის საათი არის აბსურდი“, ეს პირიქით ზრდის მობილობას და სიმჭიდროვეს ადამიანების მომსახურების სფეროში, ქუჩაში და ა.შ. არაგონივრულია 9:00 საათზე კომენდატის დაწესება, ამიტომ სულ მცირე მისი გადაწევა სიხალვათეს კიდევ უფრო გაზრდის და აღარ იქნება ის სიმჭიდროვე, ხედავთ რა ხდება 7:00 საათიდან 9:00 საათამდე ქალაქში,“-განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ “კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით აქცია- პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა “კომენდანტის საათი” დაარღვიეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დედაენის ბაღისკენ მსვლელობა გამართეს, სადაც დილის 5:00 საათამდე იმყოფებოდნენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,437 ნახვა
%d bloggers like this: