მედიცინა

AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა

A general view of AstraZeneca offices and the corporate logo in Cambridge, England, Saturday, July 18, 2020. An Oxford University vaccine progress paper is to be published the the Lancet on Monday. Human trials of a potential coronavirus vaccine being developed by scientists are reported to have shown promising results. Pharmaceutical company AstraZeneca reached an agreement with Europe's Inclusive Vaccines Alliance (IVA) to supply up to 400 million doses of the University of Oxford's COVID-19 vaccine – at no profit – with deliveries starting by the end of 2020. (AP Photo/Alastair Grant)
Nusagi

კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა.

როგორც AstraZeneca-ს წარმომადგენელმა განაცხადა, კვლევების პირველად მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ მათი ვაქცინა ნაკლებ დაცვას სთავაზობს დაავადების მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ.

სამხრეთ აფრიკის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.

„მცირე ფაზის კვლევებში, პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, – განუცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა „ფაინენშალ თაიმსს“.

მისივე განცხადებით, კვლევაში მონაწილე 2 000 ადამიანიდან არცერთი ყოფილა ჰოსპიტალიზებული და არც გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულა.

”ამასთან, ჩვენ ვერ შევძელით სწორად დაგვედგინა ვაქცინის მოქმედება დაავადების მძიმე ფორმებსა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის სუბიექტები ძირითადად ახალგაზრდა ჯანმრთელი ზრდასრულები იყვნენ”, – აცხადებენ კომპანიაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,877 ნახვა
%d bloggers like this: