პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციის ნაწილს მუშაობა ეზარება პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდა, რაც კი არსებობს დედამიწაზე

Nusagi

ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება, თან პრეტენზიები აქვთ, თუ პარლამენტში არ ვიქნებით, ცესკო-ში, საოლქო კომისიასა და საუბნოში უნდა ვიყოთო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტს აცხადებს პარლამენტში მუშაობაზე, „წყევლის“ ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან შეთანხმებას ცდილობს.

„ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება, თან პრეტენზიები აქვთ, თუ პარლამენტში არ ვიქნებით, ცესკო-ში, საოლქო კომისიასა და საუბნოში უნდა ვიყოთო. ეს რა მაგარი ამბავია, პარლამენტში მუშაობა ეზარებათ და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი, დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ან მემორანდუმზე ვთანხმდებით ან სამუშაო პროცესზე, დგანან და სტუდიებში გვწყევლიან. თვითმმართველობის არჩევნები მოვა და იმ გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორ არ შერცხვებათ, მაგრად მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,982 ნახვა
%d bloggers like this: