საზოგადოება

„პატრიარქს მოვუწოდებ ჩემი ძმის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეინანოს“ – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

Nusagi

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დღის წესრიგში პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი დადგება. 

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, თავისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ დააყენოს და თავისი ბერკეტები გააძლიეროს, მაგრამ თუ კი ეს ასე მოხდება მოუწოდებს ილია მეორეს მისი ძმის წინაშე ჩადენილი დანაშაული შეინანოს.

„კათოლიკოს პატრიარქს მოვუწოდებ შეინანოს ის დანაშაული და უკანონოდ გამოკეტა საპატიმროში. შეინანოს და თუ სურთ, რომ გადადგეს, ამის შემდეგ გადადგეს

ფორმალურ წევრებს მოვუწოდებ, რომლებიც პირად საუბრებში აღიარებენ, რა მძიმე დანაშაულებები ხდება, მოვუწოდებ ამ ადამიანებს ხმა ამოიღონ“, – განუცხადა „რუსთავი 2“ -ს მამალაძემ.

ინფორმაციისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,380 ნახვა
%d bloggers like this: