რელიგია

პეტრე ცაავა: პატრიარქი უნდა გადააყენოს და განკვეთოს რჯულის კანონმა

Nusagi

„პატრიარქი უნდა გადააყენოს და განკვეთოს რჯულის კანონმა, კანონიკურმა სამართალმა. მას კანონით არ აქვე უფლება მართავდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას“, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, პატრიარქმა მას ეპისკოპოსის წოდება უკანონოდ ჩამოართვა და ეს საკითხი, ისევე, როგორც მის მიერ პატრიარქისთვის წაყენებული ბრალდება, წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ.

„როგორც უკანონოდ მოახდინა მან მიტროპოლიტ პეტრესთვის სასჯელის დადება, ასევე მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაიმართოს მსჯელობა ამ საკითხზე. ამასთანავე, ჩემ მიერ წაყენებულ ბრალდებას სინოდის სხდომაზე საეკლესიო სასამართლოს ფორმატში მიეცეს გაგრძელება“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

როგორც მან განმარტა, აქვს ინფორმაცია, რომ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდისა და მარტვილის მოქმედი მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ კაციას გადაყენება და აღნიშნულ საეკლესიო თანამდებობაზე სხვა პირის დასახელება იგეგმება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,475,161 ნახვა
%d bloggers like this: