მედიცინა

„საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა“ ექთნის პროფესიის პოპულარიზაციისთვის ახალ რუბრიკას იწყებს

Nusagi

„მე ვარ ექთანი! ვამაყობ ჩემი პროფესიით!“ ,-ასე ეწოდება ახალ რუბრიკას, რომელსაც საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ იწყებს.

– ექთნის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანურია ყველა პროფესიას შორის. ექთანი სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია და თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია პროფესიონალი ექთნის გარეშე. ექიმისთვის ექთანი არის მარჯვენა ხელი და ერთგული დამხმარე, ხოლო პაციენტისთვის – საიმედო საყრდენი და ახლო მეგობარი,- ამბობს შპს. „საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას“ პიარის სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ნინო გულუა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ექთნების საკადრო დეფიციტია, რაც იმით აიხსნება, რომ ექთნის პროფესია არ არის სათანადოდ დაფასებული, ისე, როგორც ეს ამერიკისა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია.

„2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 31 ათასი ექიმი და 18 ათასი მედდაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ექთნისა და ექიმის თანაფარდობაა არის 0.8. ეს მაშინ, როდესაც დანიაში იგივე მაჩვენებელი არის 4.6, გერმანიაში 3.3, უკრაინაში – 2.2, ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობაა 4:1.

ექთნებს პირველებს უწევთ ბრძოლა ნებისმიერ ვირუსთან, პანდემიასთან თუ ეპიდემიასთან, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ პროფესიის სიმძიმე და მნიშვნელობა ნაკლებად ხილულია დაუფასებელი შრომის ფონზე.

კოვიდ 19-თან ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მედიცინის მუშაკების დაინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალი ერთდროულად მუშაობს რამდენიმე სამსახურში, რათა თვიდან თვემდე ეყოს ხელფასი და არჩინოს ოჯახი. შესაბამისად, კონტაქტების რიცხვი ზრდის დაინფიცირების საფრთხეს.

ვთვლი, რომ უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის მხრიდან, რათა მოხდეს საექთნო საქმის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. უნდა მოხდეს წარმატებული ექთნების წახალისება კლინიკებში. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, უნდა გატარდეს განათლების რეფორმა და მოხდეს მიზნობრივი სწავლების სრული დაფინანსება, ექთნის ანაზღაურება უნდა იყოს იმდენი, რომ ახალგაზრდებს სურვილი ჰქონდეთ ამ პროფესიის არჩევის. საჭიროა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი მუშაობა, რათა მოხდეს არსებული პრობლემის დაძლევა“ – განაცხადა ნინო გულუამ.

რუბრიკა „მე ვარ ექთანი! ვამაყობ ჩემი პროფესიით!“ მიზანად ისახავს ექთნის პროფესიის პოპულარიზაციას.

„ვგეგმავთ სოციალურ ქსელში საზოგადოებას გავაცნოთ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმატებული ექთნები და ის დამსაქმებლები, სადაც პანაცეას კურსდამთავრებულები არიან დასაქმებულები. – აღნიშნა ნინო გულუამ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,452,348 ნახვა
%d bloggers like this: